უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ სპორტის ეს სახეობა პოპულარული მსაჯების შეცდომების წყალობით გახდა.
"ფეხბურთში ადამიანური ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია"- აცხადებს პლატინი.
გამოცემა L'Equipe -ს მოჰყავს უეფას პრეზიდენტის სიტყვები - "სპორტის ეს სახეობა პოპულარული ადამიანის ფაქტორით გახდა. ფეხბურთის ზედმეტმა კომერციალიზაციამ, შესაძლოა, მას პოპულარობა დაუკარგოს".
მისივე თქმით, მსაჯების არაერთგავროვნმა გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყვეს თამაშის პოპულარობის ზრდას, რადაგან გულშემატკივრები ცალკეული ეპიზოდებს სხვადასხვა ადგილებში - სახლში, სამსახურში, კაფეებსა და ა.შ - ინტენსიურად განიხილავდნენ.