3 იანვარს, ქართველი მომღერლები ისრაელში გასტროლებზე მიემგზავრებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დუეტ "ჯორჯიას" წევრმა რატი დურგლიშვილმა განუცხადა.
"საახალწლო გასტროლები გვაქვს ისრაელში, სადაც ჩვენთან ერთად მომღერალი ლელა წურწუმიაც იქნება.კონცერტებზე ჩვენს სიმღერებს შევასრულებთ. კონცერტები, სავარაუდოდ, სხვადასხვა სივრცეში მოეწყობა", - განაცხადა დურგლიშვილმა.
დუეტი "ჯორჯია" ახალი წლის ღამეს თბილისში, ღია ცის ქვეშ შეხვდა, სადაც სხვა მომღერლებთან ერთად მოსახლეობას ახალ წელი სიმღერით მიულოცა.