"კახაბერი და ხანუმები" ახალ ალბომზე მუშაობენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ განუცხადა ალბომი გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა.
"საქართველოში რამდენი რეგიონიც არის იმდენი სიმღერა შევა ალბომში, იმიტომ რომ ეს პროექტი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას გულისხმობს. ერთი წელია ამ ალბომზე დავიწყეთ მუშაობა და გვინდა გაზაფხულზე პრეზენტაცია გავმართოთ", - აღნიშნა კახუჩელამ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს კახაბერმა განუცხადა ხანუმებთან ერთად კლიპის გადაღებასაც გეგმავს, თუმცა ამჯერად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კახაბერმა და "ხანუმებმა" ახალი პროექტის პრეზენტაცია 2011 წლის ივლისში გამართეს, სადაც მუსიკოსებმა თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი წარმოადგინეს.