ტიუმენის ოლქში 29 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ივან პჩელკინმა მამაკაცი მოკლა, რადგან იგი უცხოპლანეტელად მიიჩნია, რომელიც მასზე თავდასხმას აპირებდა. როგორც გაირკვა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების შემდეგ ივან პჩელკინს მოეჩვენა, თითქოს ვიღაც მის ბინაშიშეღ...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში კვლავ თურქეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი თურქეთში აფხაზური დიასპორის მიწვევით მიემგზავრება. თურქული "Today's Zaman"-ის ინფორმაციით, 7-8 აპრილს ბაღაფში...
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების დენაციონალიზაცია დაიწყოს. როგორც ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი განმარტავს, იმისთვის, რომ მიწას ფასი დაედოს არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ნა...
გალის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარება იყო დღეს განხილვის მთავარი თემა სერგეი ბაღაფშის მიერ გამართულ თათბირზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის მიერ გამართულ თათბირს ბაღაფშის ე.წ. მთავრობის პრემიერი სერგეი შამბა, ე.წ. ძალოვანი მინისტრები და აფხაზეთში მყოფი რუსე...
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე პარკირების ახალ სისტემას გაუაზრებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პარკირების ცალკეული საკითხის გამო აბაშიძე დედაქალაქის მესვეურებს გულგრილობასა და...
NDI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 44 პროცენტმა უპასუხა „არა", ხოლო 39 პროცენტმა - „დიახ". 2010 წლის ივლისში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის დროს იგივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი 46 პროცენტმა, ხოლო დადებითი პასუხი - 33 პროცენტმა გასცა. ...
ორლანდო ბლუმი, მილა იოვოვიჩი და კრისტოფ ვალცი ალექსანდრე დიუმას რომანის "სამი მუშკეტერის" ახალ ეკრანიზაციაში მონაწილეობენ. ფილმის 3D ვერსიის რეჟისორი მილას მეუღლე ინგლისელი პოლ ანდერსონია, რომელიც ცნობილია ტრილოგიით "ბოროტების სავანე". ახალ ვერსიაშიDდარტანიანის როლს ლო...
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა ფულადი კომპენსაციის ოდენობას სასამართლო დაადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათ...
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში მოხმდარი ავიაკატასროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის, რომელთა შორის საქართველოს ოთხი მოქალაქეა, სამძიმრის წერილი გაავრცელა. დღესვე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება, რის ფარგლებ...
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს"თავმჯდომარე კახა კუკავა სააკაშვილს ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს. "რუსთავი 2"-ის ეთერით გადაიცა სიუჟეტი, თითქოს პარტია „თავისუფალი საქართველო" და „ეთნიკური სომხები" „მოსკოვის დავალებით...
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ახალი სავაჭრო ცენტრი „პატრიოტი 2006" დაათვალიერა და ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. შპს „პატრიოტი 2006" საქართველოში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომ...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრობლემას კვლავ სამუშაო ადგილების შექმნა, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. რესპონდენტები ასევე ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები პირველი ორი საკითხის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ....
ცხინვალში ოსმა სეპარატისტებმა რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად განადგურებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის შენობის აღდგენა დაიწყეს. ე.წ. პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყების აუცილებლობა გამოწვეული არის იმით, რომ აქამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სხდომებს ერთ-ერთი სკოლის საკლასო...
კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში, სავარაუდოდ, ორ დღეში გადმოასვენებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანია "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა და აქვე უარყო აფრიკაში კომპანიის წარმომადგენლის საშა ტერიკოვის მიერ გაკეთებული გა...
მადრიდის "რეალმა" და გელზენკირხენის "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში მეოთხე წუთზე ემანუელ ადებაიორმა გახსნა. ლონდონელები მე-15 წუთზე 10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის ა...