ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ბერ-მობაზონი მამა იონა, ერისკაცობაში მამუკა მაისურაძე, თავისუფალია, - ამის შესახებ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
უტიაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერ-მონაზონის განთვისუფლებისთვის ინტენსიურ ღონისძებებს ატარებდა, რომლის შედეგადაც მამა იონა დყვეობიდან დახსნილია.
მისივე თქმით, ბერმონაზონი ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი, კერძოდ კი იგი უკვე თბილისში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დაახლებით ორი კვირის წინ ბერ-მობაზონი მამა იონა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის დროს დააკვეს.