დღეს, 11 თებერვალს, 19:00 საათზე (მადრიდის დროით) ევროპის ერთა თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება .
ნაკრების ხელმძღვანელობის განცხადებით, ქართველი მორაგბეები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებენ.
ნაკრებს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად, ახალზელანდიელი, მილტონ ჰეიგი უხელმძღვანელებს.
გუნდში 24 წევრიდან 7 დებიუტანტია.
მატჩის ტრანსლირებას "საზოგადოებრივი მაუწყებლი" განახორცილებს.