აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადასთან სავაჭრო "ომის" დასრულებისთვის წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
ტრამპის თქმით, აზიაში ვიზიტის დროს ის კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდა, რომელსაც „ძალიან სასიამოვნო ადამიანი“ უწოდა.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანადა შეერთებულ შტატებს „უკვე მრავალი წელია ძარცვავს“.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც მას სურს, ჩვენთვის ნავთობსადენ Keystone-ის აშენებაა და ეს მოგვწონს. მაგრამ, იცით, ამაზე ბევრად მეტია გასაკეთებელი. ჩვენი სავაჭრო დეფიციტი კანადასთან დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს შეადგენს. მე ვუთხარი: როდესაც ეს მაჩვენებელი ნულამდე შემცირდება, მობრძანდით და მოლაპარაკებებს დავიწყებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ცოტა ხნის წინ კარნიმ განაცხადა, რომ თუ მისი მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციასთან შესაბამისი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს, მზად არის, აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლას დაელოდოს, რათა შეთანხმება მის ადმინისტრაციასთან გააფორმოს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის შემდეგაც აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.
ტრამპმა ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ უწოდა.
25 აგვისტოს კანადამ განაცხადა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე ახალ ტარიფებს დააწესებდა. ისინი ძალაში 8 სექტემბერს შევიდა.
ამის საპასუხოდ, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც კანადიდან ალკოჰოლური სასმელების, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების ფართო სპექტრის იმპორტს კრძალავს.