მეზღვაურები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 17:00 საათზე ჩამოფრინდებიან.
როგორც ცნობილია, 24 დღიანი ტყვეობის შემდეგ 7 მეზღვაური განთავისუფლება უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქ ოდესაში, გემ Filippa C-ზე 21 მეზღვაური, მათ შორის 7 ქართველი 24 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ იანვარში სტამბულიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი მწყობრიდან გამოვიდა და ის ამ დრომდე ოდესაში იყო გაჩერებული. არსებული ინფორმაციით, გემი დატვირთული იყო ნარკოტიკული ნივთიერებებით, რის გადატანასაც თურქი გემთმფლობელები სხვა ქვეყნებში ცდილობდნენ.