საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორც კონტრილირებადი, ასევე მთელი საქართველოს ტერიტორია იყოს უსაფრთხო.
ამის შესახებ მერაბიშვილმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ბერ-მონაზონი, მამა იონას განთავისუფლების შეფასებისას აღნიშნა.
"მოხარული ვარ, რომ 25 დღიანი ტყვეობის შემდეგ სასულიერო პირი დაუბრუნდა სამშობლოს, საკუთარ ოჯახს და იმედს გამოვთქვამ რომ მსგავი ტიპის საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლები მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მარტო ჩვენს მიერ კონტროლირებადი, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორია იყოს უსაფრთხო საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოს სტუმრებისთვის", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მამა იონა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის დროს დააკვეს, რომლის განთავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.