მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „გვარამიას მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს ...
გრემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერი...
რუსეთში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღე - 24 თებერვალი, შესაძლოა სადღესასწაულო დღედ გამოაცხადონ. შესაბამისი კანონი შეიმუშავა და სახელმწიფო სათათბიროში წარსადგენად მოამზადა პარტიის „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ხელმძღვანელმა სერგეი მირონოვმა. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას კა...
22 თებერვალს, 20 საათზე, „მწერალთა ბარში“ (სიონის ქუჩა 8, ქარვასლა), გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი მწერალ და მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის გადასარჩენად. კონცერტზე იმღერებენ თამადა, ალექსანდრე ხარანაული, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი, ხოლო აუქციონ...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა. თანამშრომლობ...
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველო გაბრწყინდება და სამართლიანობა აუც...
გვარამია როდესაც ამბობს, რომ კითხვები აღარ აქვს გახარიასთან, უკვე ნიშნავს, რომ გახარია ოფიციალურად და არაოფიციალურადაც ქორწინებაშია „ნაცმოძრაობასთან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არასერიოზულობა იქაც ჩანს, რომ ოპოზიციაში ხუთი ლიდერი შეიკრიბება და ექ...
ავდიივკადან უკან დახევის დროს, სავარაუდოდ, დაახლოებით 850-1000 უკრაინელი სამხედრო, ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა The New York Times-ს განუცხადეს. აღნიშნული ასევე დაადასტურეს დასავლელი ოფიციალური პირების წყაროებმა. NYT წყაროების განცახდებით, მიზეზი, რის გამოც სამხ...
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. „შემუშა...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა ...
პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, უმაღლეს ...
საბჭოს გარდა, რა თქმა უნდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ისევე როგორც უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ბორელთან. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაფართოების ევროკომისართან, ბატონ ვარჰეისთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვა...
გაიმართა საქართველო-ევროკავშირის რიგით მე-8 ასოცირების საბჭო, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის მხრიდან უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი და საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუ...