თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცი საკუთარ სახლში მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.