თელავის რაიონულ სასამართლოში, მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის უფროსი ოპერატიული თანამშრომლის დავით ჩოთალიშვილის საქმის განხილვა დღეს, 29 სექტემბერს გაგრძელდება. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ჩოთალიშვილს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებე...
შეერთებულ შტატებში პენტაგონზე ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 26 წლის რეზვან ფერდაუს მასაჩუსეტსიდან, ალ ქაედას იდეოლოგიურ და რესურსებით მხარდაჭერაში ედება ბრალი. ცნობილია, რომ ის პენტაგონზე დისტანციური მართვის საფრენი მოწყობილობით აპირებდა თავდასხმას. საფრენ აპარატზე ბომბი იქნებოდა დამ...
თურქეთის ქალაქ ტრაბზონში საქართველოს ორი მოქალაქე საწვავის ქურდობაზე დააკავეს. ისინი ღამით ადგილობრივი სახანძრო მანქანების დეპოში შეიპარნენ და საწვავის მარაგის მოპარვა სცადეს. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც ეჭვმიტანილთა დაკავება მოხდა. ქართველების ვინაობას პოლიცია არ ახმაურებ...
საქართველოს კონსტიტუციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის წლის თავის აღსანიშნავი ღონისძიებებით გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია. სტრასბურგში წარმოდგენას სუხიშვილები გამართავენ. გარდა ამისა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შენობაში მოეწყობა ექსპოზიცია სადაც საქართველოსთან დაკავშირებული 1...
დღეს, 29 სექტემბერს, ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 131 წელი შესრულდა. ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე 1880 წლის 29 სექტემბერს (ძვ. სტ. 17 სექტემბერს) წყალტუბოს რაიონის ჩუნეშში დაიბადა. მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ "ფიც...
დღეს, 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მე-3 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ქართული შოუ ქეისის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი", რომელიც მისი სამსახიობო ჯგუფის მე-4 კურსის სადიპლომო ნამუშევარია. საქართველოს შოთა რუსთავე...
დღეს, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში წიგნის "წმინდა მიწა - ცნობარი, ლოცვანი, საგალობელნი მომლოცველთათვის" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის შემდგენელია დედა ევგენია (მახარაძე), რომელიც 2007 წლიდან დღემდე მოღვაწეობს იერუსალიმ...
დღეს, 29 სექტემბერს, სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა" გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა", რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2007 წლიდან ტარდება, მაჭახელას ხეობაში, წელს მეოთხეჯერ, ქვედა ჩხუტუნეთში გაიმართება. ს...
დღეს, 29 სექტემბერს, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "თოფუზის" ფინალური ღონისძიება ჩატარდება. ფესტივალი წინანდალში, კულტურის სახლში, 27 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია 2010-2011 წლებში გადაღებული 20 საბავშვო...
დღეს, 29 სექტემბერს, განახლებულ ანაკლიაში საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" გაგრძელდება, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ფესტივალი თბილისში მთაწმინდის პარკსა და გრიბოედოვის თეატრში გადაინაცვლებს. "ჩვენებურები" 28 სექტემბერს ბათუმის ოპერის თეატრში ფესტივალი გაიხსნა. მასში წელს თურქეთიდან,...
დღეს, 29 სექტემბერს, 12:20 საათზე, მედიაკავშირ "ობიექტივის" სტუდიაში (კაკაბაძეების №2), საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლალხორი" პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციის თემაა -"სვანეთის სიწმიდეები ეკლესიაში უნდა გადავიდეს". სიტყვა ლალხორი სვანურად ნიშნავს შესაკრებ ადგილს, მსჯელობასა და გადაწყვეტილე...
დღეს, 29 სექტემბერს, მე-19 საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბავშვებს ყოვლაწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მონათლავს. პატრიარქის ნათლული კიდევ 450 ჩვ...
სარემონტო სამუშაოს გამო, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII კვარტალის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, ხომლელის, კალოუბნის, ქ...
დღეს, 29 სექტემბერს, ახალი სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ჩაჩავას სახელობის კლინიკაში სმენადაქვეითებული და მეტყველებაშეზღუდული მშობიარეებისთვის სპეციალური სამსახური ამოქმედდება. ჩაჩავას კლინიკაში ახალ პროექტს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი და თბილისის სოციალური მომსახ...
დღეს, 29 სექტემბერს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციას ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამერთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. დელეგაციას ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევგენი სერებრენიკოვი უხელმძღვანელებს...