„ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ რუსთავის მოხახლეობასთან შეხვედრა გამრთა და მათ ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრა. ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას ქრისტიან-დემორკატების საარჩვენო პროგრამა გააცნო და მაღ პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ თემას დასაქმების საკითხი წამროადგენდა.ლევან ვეფხვაძის თქმით ამ კუთხით რუსთავში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„რუსთავში საკმაოდ ბევრი პრობლემებია, აღმოჩნდა რომ თავის დროზე ქალაქში შემოღებულ იქნა გაზი კუმშვის კოეფიციენტი, რომლის გამოც თუ თბილისში გაზი 50 თეთრი ღირს რუსთავში ზამთარში 60 თეთრამდეც ადის და თუ ეს არ იცის მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ცუდია, პრობლემებია ასევე დენისა და წყლის გადასახადებთან დაკავშირებით, უმუშევრობის კუთხითაც უმძიმესი სურათი გვაქვს,ეს ნიშნავს იმას რომ რუსთავში ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია" განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.