საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, ქალაქ ანტალიაში შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა გაეროს სააგენტოების საქმიანობის მნიშვნელობას საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა გაეროს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს