კიევში ინსტიტუტსკაიასა და შელკოვიჩნოიას ქუჩებზე დაპირისპირება განახლდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა „ბერკუტის" სპეცდანაყოფის წინ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართალდამცავები კი მათ სახანძრო მანქანიდან წყლის ჭავლი მიუშვეს. ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებზე იერიში სადოვაიას ქ...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას მიესალმება. მისი აზრით, მსგავსი ტიპის შეხვედრა მნიშვნელოვანია რათა პროცესი დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ქვეყ...
სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის აჭარაში ვიზიტი დასრულდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დელეგაციის წევრებმა ვიზიტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეაჯამეს. შეხვედრას არჩილ ხაბაძესთან ერთად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი ნუგზარ სურმანიძე, განათლების, კულტურისა და ს...
"საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის" დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნული წესი წარმოადგენს მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების სისტემას და მისი მიზანია, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდე...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ევროკავშირის და აშშ-ს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების ექსპერტების დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მეტი - მეტისათვის, მიგრაცია და საზღვრის მართვა" ფარგლებში ხორციელდება. პროექტის...
ანტიგუა და ბარბუდამ საქართველოში გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღიარა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტოსა და ანტიგუა და ბარბუდას საზღვაო სერვისების დეპარტამენტს შორის, 2014 წლის 17 თებერვალს ურთიე...
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო 10 მარტს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე კი დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. საქმე ეხება შვიდი სპეცრაზმელის ეპიზოდს, რომელშიც საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უდანაშაულოდ ცნო.თუმცა აღნიშნ...
უმაღლესი რადას შენობის იერიში გრძელდება. მომიტინგეებს იერიში მილიციის დერეფანზე მიაქვთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძალოვნებს ამ დერეფნით რადასთან მისასვლელი ქუჩა აქვთ გადაკეტილი. ძალოვნები მომიტინგეების იერიშიდან თავს ფარებით იცავენ. ამ უკანასკნელებს კი მათზე იერიში უწყვეტად ქვების სროლით მიაქვთ. უკრაინული მედია ა...
„ამ კაცს ენდობა ევროკავშირი, მე ვენდობი ევროკავშირს", _ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ახალი მოადგილის რაიან გრისტის დანიშვნის ირგვლივ მიმდნარე სკანდალთან დაკავშირებით. განცხა...
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ლატვიის მიერ სახელმძღვანელოებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შეტანის ფაქტში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავს. განცხადება ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის N2 ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში ძირითადად, 2013 წლის პერიოდს მოიცავს, რომელიც განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა; გადაწყვ...
ევრომაიდანის აქტივისტებმა შინაგანი ჯარის 6 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთ ერთი მათგანი თავშია დაჭრილი. მას დახმარება ევრომაიდანის მედიკოსებმა აღმოუჩინეს. დატყვევებული სამხედროები აქტივისტებმა მაიდანზე მდებარე ბანაკისკენ წაიყვანეს. შეგახსენებთ, რომმ დღ...
„ბერკუტმა" მომიტინგეების მიერ რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩაგდებული რეგიონების პარტიის ოფისი გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოველივე ეს შეტაკებების გარეშე მოხდა. მიუხედავად ამისა, რეგიონების პარტიის შენობასთან კვკავ რჩებიან რადიკალურად განწყობილი აქტივისტები. მათ სახეზე ნიღბები უკეთიათ. „ბ...
უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტისაგან ვიქტორ იანუკოვიჩისაგან დაუყოვნებლივი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ის ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს მისცეს ბრძანება რეგიონების პარტიის დეპუტატებს ხმა მისცენ 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას. „მივმარ...
უკრაინის უმაღლეს რადასთან შეტაკებები განახლდა. მილიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაჭრილები. მათივე ინფორმაციით, ერთ ერთ აქტივისტს ნაღღმა ხელის მტევანი მოაწყვიტა. დაჭრილთა უმეტესობას ჭრილობები თავში აქვს მიყენებული. ამავე დროს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იერიშით აიღ...