მესი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აღიარეს. ახალი რეიტინგი სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნა. CIES-ის ინფორმაციით, არგენტინელი თავდამსხმელის ღირებულება დღეისათვის 220 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილს რეიტინგში მადრიდის „რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელიც 133 მილიონ ევროდაა შეფასებული.