ჯერჯერობით, უცნობია როდის შედგება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი. თუმცა როგორც ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს უკრაინას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეწვევიან.
,,ჩამოსული იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები. დავგეგმეთ ჩვენი დღის წესრიგი. ახლა ვმუშაობთ, რომ კიევში ვიზიტები დარგობრივი სამინისტროების დონეზე გაიმართოს. შემდგომ ვმუშაობთ პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე. თარიღი ზოგადად დასახელებულია და ეს ჩვენ პარტნიორებთან არის შესათანხმებელი. იანვრის ბოლოსკენ ალბათ, კიევს მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება, შემდეგი ეტაპი კი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები