მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო, ვერ ვიტყვი, რომ მთელი მთავრობა უნდა წავიდეს და ვინ მოვა მერე, მე არ ვიცი. მე ვერ ვიტყვი, იცი რატომ? იმიტომ, რომ, როცა დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას განაცხადა.
"როცა იტყვი, რომ, ვთქვათ, ვიღაცა არ არის მორწმუნე, მე როგორ უნდა ვთქვა, ვიღაცა არ არის მორწმუნე, თუ ის აშკარა ღვთის გმობაში არ არის და ამის ხედვა არა გაქვს. თუ ხედავ, რომ ღვთის გმობაა, მაშინ იტყვი სიტყვას, მაგრამ როცა უბრალოდ ადამიანზე იტყვი, რომ ურწმუნოა, მე რა ვიცი, მე არ ვიცნობ და როგორ ვამბობ, ურწმუნოა. მე ვერ ვიტყვი, რომ ურწმუნია ადამიანი. თან კიდევ როგორია, იცით?! შეიძლება ადამიანი რწმენაში არ იყოს იმდენად და ასე რომ ავიღოთ, მაშინ უმრავლესობა არ არის რწმენაში ისე, როგორიც უნდა იყოს მისი რწმენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ურწმუნოა, უბრალოდ იმას ნიშნავს ეს, რომ მეტი სჭირდება მას გულმოდგინება უფალთან მისასვლელად. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა ვკრათ ხელი, არამედ, უნდა შევუწყოთ ხელი ადამიანებს, რომ ისინი სარწმუნოებით გაძლიერდნენ.
მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო, ვერ ვიტყვი, რომ მთელი მთავრობა უნდა წავიდეს და ვინ მოვა მერე, მე არ ვიცი. მე ვერ ვიტყვი, იცი რატომ? იმიტომ, რომ, როცა დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება.
ის ყველაფერი, რაც ცუდია, უნდა აღმოიფხვრას და უნდა ვეცადოთ, რომ აღმოიფხვრას. ჩვენც უნდა ვეცადოთ და მთავრობასაც უნდა მოვუწოდოთ, მაგრამ ის კი არა, რომ ჩვენ ახლა უარესი მოვიყვანოთ და მერე რა უნდა გააკეთო? ამათთან ცდილობ, რომ რაღაცა მოაწესრიგო და ცოტ-ცოტა წინ-წინ მივდივართ და ესენი რომ გაყარო, ვინ უნდა მოიყვანო? ვინ იქნებიან?
რომ აშრიალდა მთელი ეს რაღაც, გაიგეს თუ არა რომ ვიღაცამ ასეთი სიტყვა თქვა, რომ მთავრობა უნდა წავიდეს, მთელი ეს ვინც ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრები არიან, ყველამ დაიწყეს ყვირილი. დაწყებული ლგბტ-დან, დამთავრებული ენჯეოთი და საზღვარგარეთიდან მფარველები. მოკლედ, ერთი ამბავი აქვთ, როფორღაც ჩვენი მთავრობა წავიდეს. სად უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს? დავამყაროთ ის სიტუაცია, როცა წესრიგია და იქნება დრო არჩევნებისა და ვისაც აირჩევს ხალხი ის იქნება. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ჩაბეტონდეს სულ ერთი და იგივე ხალხი და მარტო ისინი იყვნენ მთავრობაში," - თქვა ქადაგებისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ