უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გერმანიას 7-8 იანვარს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. როგორც იაცენიუკის პრესსამსახურში განმარტავენ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი 8 იანვარს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. გარდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის განვითარების პერსპექტივებს და რუსეთთან ურთიერთობებს.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე არსენი იაცენიუკის შეხვედრა გერმანელ ბიზნესმენებს.