აჭარაში საადრეო მანდარინის ჯიშის "ტიახარა უნშიუს" მოსავლის აღება დაიწყო. აჭარაში 2010 წლისათვის ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 54 880 ტონას შეადგენს, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 340 ტონას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 25 540 ტონას.
რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი "თბილისის წყალთან" დაკავშირებული ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავს. "2 ივლისს განცხადებით მივმართე თბილისის მერს და "თბილისის წყალთან" დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ასლების გადმოცემას ვითხოვდი, მაგრამ სულ ტყუილად", - აღნიშნა ხიდაშე...
საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა უარყოს საბჭოთა მემკვიდრეობა. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საბჭოთა რეპრესიებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტების ღია კონკურ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განაახლებს გამწვანების აქციას "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო". ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, შემოდგომის დარგვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, აქცია &...
19-24 ოქტომბერს საქართველოში გაეროს კვირეული გაიმართება. გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აწყობს მთელ ღონისძიებებათა კვირეულს გაეროს დღის, 24 ოქტომბრის აღსანიშნავად. წლევანდელი კვირეული ეძღვნება საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების მიმდინარეობას და ახალგაზრდობის მონაწილეობას ქვეყნის განვითარები...
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების აღწერა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, აღწერას ექვემდებარებიან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალის ოკუპირებულ ...
ამომრჩევლების სახელით საარჩევნო კოდექსში ცვილებების შეტანის პროექტის დარეგისტრირებაზე უარის თქმას ქრისტიან-დემოკრატები უპასუხისმგებლო საქციელად მიიჩნევენ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის უარის საფუძვლის წერილობით დასკვნაში ასახვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ...
"ემ ჯგუფისა" და "მონ ჯგუფის" გაერთიანების შესახებ ხვალ ოფიციალურად გახდება ცნობილი. ერთობლივი პრესკონფერენცია 19 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება. კომპანიის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
გერმანიაში, მიუნხენში, გამოიცა ქართველი პოეტის, დათო ბარბაქაძის ლექსების ახალი წიგნი "არსებითი სვლები და თორმეტი სხვა ლექსი". აღსანიშნავია, რომ ავტორის ყველა ლექსი ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, წიგნში შესულია ავტორთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც პოეტი თავისი ე...
საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა პოლონელი თანატოლების გუნდი 2:1 დაამარცხა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში ენდელაძემ გახსნა მე-12 წუთზე. მე-16 წუთზე ურუგამ პენალტით გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი მე-18 წუთზე არაბულმა გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტ...
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია "ბანკ კონსტანტასთან" აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და "ბანკ კონსტანტას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულების თანახმად, IFC, რო...
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი 2010 წლის ბოლოს 1.3 ტრილიონს მიაღწევს. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საფინანსო სამმართველო ავრცელებს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 122 მილიარდი დოლარით მეტი იყო. ივლისში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, სპეციელისტები მიიჩნევდნენ, რომ დეფიციტი 177 მილიარი დოლარით მეტი იქნებოდა. ...
2011 წლიდან ქართველი გადამზიდველები თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას შეუზღუდავად შეძლებენ. შეზღუდვა აღარ იარსებებს როგორც დატვირთულ, ასევე დაუტვირთავ სატრანსპორტო საშუალებებზე. შეზღუდვები აღარ იქნება ასევე ტვირთის აღებას და მის შემოტანაზე საქართველოში, ასევე გატანას თურქეთიდან მესამე ქვეყანაში და პირიქით. ერთია...
საპარლამენტო უმრავლესობა პერევიდან რუსული ჯარის გაყვანას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არის მცირე ნაწილი და პირობა ბოლომდე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ბიუროს სხდომას დღეს სწორედ გიგი წერეთელი თავმჯდომ...
ქართველი აგრონომები ეგვიპტეში გადამზადების კურსს გაივლიან. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტი ქართველი აგრონომების ეგვიპტეში გადამზადების ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეგვიპტის შემდეგ ქართველი აგრონომები დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში, ბალტიის ქვეყნებში და სამხ...