დღეს, 15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართება სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.
შეთანხმების თანახმად, მხარეები მოაწყობენ ერთობლივ თემატურ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებსა დასიმპოზიუმებს. გარდა ამისა, განახორციელებენ სხვადასხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდის, მათი დასაქმების, საერთაშორისო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოთხოვნების დანერგვისა და სახელმწიფო სტრუქტურების და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობისკენ.
მასალის გამოყენების პირობები