დღეს, 15 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოების გამო ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურთი- აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ), გორკის, არაგვისპირელის, მაზნიაშვილის, მარჯანიშვილის, ჩიქობავას, ჩიტაიას, ჯავახიშვილის და ბუხაიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისანი- ვაზისუბნის II, IIა III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს
ნაძალადევი- ხუდადოვის, მანჯგალაძის, ასკურავას, ჩოდრიშვილის, ზაქრაძის, ხიმშიაშვილის და კიკნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგება.