დღეს, 15 ივნისს, 12:00 საათზე, მთაწმინდის პარკში "მულტი-პულტის სახლი" გაიხსნება. სადღესასწაულო ცერემონიაზე წითელ ლენტს მთაწმინდის პარკის გმირი ბომბორა და მულტი-პულტის ქვეყნის მეფე ბავშვებთან ერთად გაჭრიან. "მულტი-პულტის სახლის" გახსნის შემდეგ ზღაპრის გმირები მოწვეულ სტუმრებს სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდებიან და გასართობ პროგრამას გამართავენ.
მთაწმინდის პარკის "მულტი-პულტის სახლში" მშობლებს პატარების დატოვება შეეძლებათ, ბავშვებს მულტი-პულტის სამყაროს გმირები გაართობენ.
მულტი-პულტი უკვე ერთი წელია საქართველოში არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ბავშვებისთვის რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.