დღეს, 15 ივნისს, 09:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) "საქპატენტთან" ერთად შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებია.
შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ექსპერტი ტიმ ტრეინერი და "საქპატენტის" წარმომადგენლები.