16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ცნობილია, რომ 16 თ...
დღეს, 16 თებერვალს, 10:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, მოლდოვის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლუდმილა დემეტრაში შეხვდება თავის კოლეგას, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, მაია სიდამონიძეს, სადაც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თა...
16 თებერვალს, 12:00 საათზე, წინააღმდეგობის მოძრაობა გლდანის მე-8 საპყრობილესთან საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემაა "საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნა". ჟურნალისტები დილის 11 საათზე წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისთან შეიკრიბებიან. გლდანის საპყრობილესთან წინააღმდეგობის მოძრაობა შეხვდება პ...
დღეს, 16 თებერვალს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა დასაქმებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფძნდება. საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მო...
დღეს, 16 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფ...
10:00 _ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, მოლდოვის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლუდმილა დემეტრაში შეხვდება თავის კოლეგას, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, მაია სიდამონიძეს, სადაც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკით...
ხვალ, 16 თებერვალს, 12 საათზე, კონტროლის პალატას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა იანსე ეწვევა. შვედ სტუმარს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი უმასპინძლებს.კონტროლის პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ბოლო დროს კონტროლის პალატის მიერ განხ...
2011 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.4 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.2 მლნ აშშ დოლარისა გასული...
უკრაინაში მართლმსაჯულების საკითხებზე აშშ-ისა და უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველოდან ექსპერტებად მიწვეულები იყვნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა კობერიძე და UშAD - ის პროექტის - "მართლმსაჯულე...
"ბაზალეთის ტბის კომპლექსის" ტერიტორიაზე ძაღლების ხოცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ისევე, როგორც სანადირო თოფით შეიარაღებული პირის გადაადგილება. კომპლექსში მომუშავე ერთ-ერთი პირი, ენდერ ხულელიძე, სისტემატურად ახორციელებს ძაღლებზე ძალადობას. ამას ადასტურებს "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ მოპოვებ...
ხვალ, 16 თებერვალს, ქართველი მათემატიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი სრულდება. ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი 1891 წლის 16 თებერვალს დაიბადა. მუსხელიშვილს ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებ...
საქართველოში დღეს, 12:57 საათზე, მორიგი მიწისძვრა იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ბაღდათის რაიონში სოფელ წაბლარახევთან დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონში 19 იანვარს ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. მის შემდეგ ბიძგები მეორდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშენკოს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარება სურს. "საქართველოში, მთელი რიგი რეფორმა წარმატებით განხორციელდა. ორ ქვეყანას შორის პროცესების ტრანსფორმაციას თუ შევადარებთ, საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სასამართლო, საბაჟო და საგადასახადო სისტემის კუთხით დიდ პროგრესს მ...
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს აფხაზური მხარის დადანაშაულებას რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების "ქურდობაში". საუბარია 347 მილიონ რუსულ რუბლზე. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დღეს სოხუმში აფხაზი და რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენც...
ხვალ, 16 თებერვალს, საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე რამდენიმე ადამიანს "აკადემიური პალმის რტოთი" დააჯილდოებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცემათ სიბილა გელაძეს (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის...