ჩილეს კონგრესის ყველა დეპუტატს პლანშეტური iPad-ი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კონგრესის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად. ამ გადაწყვეტილებით, კონგრესმენები ქვეყნის მართვას დისტანციურადაც შეძლებენ. ყოველ კონგრესმენს საშუალკება ჰქონდა, პლანშეტური კომპიუტერის ფერი თავად შეერჩია.