უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის ცნობით პრემიერ-მინისტრ რობ იეტენს შეხვდება.
"უკრაინის გუნდთან ერთად ნიდერლანდებში ჩავედი, სადაც პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან შეხვედრას გავმართავ. ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებასა და უკრაინის დაცვის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ.
განვიხილავთ თავდაცვისა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერის ახალ ნაბიჯებს.
დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინული და ნიდერლანდური ბიზნესის წარმომადგენლებთან. ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდრესაც შევხვდები.
მადლიერი ვარ, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას და სიცოცხლის დაცვას ემხრობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - წერს ზელენსკი.