სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, პატრიარქის მთავარი მოვალეობაა, არასოდეს დააყენოს დარტყმის ქვეშ ეკლესია. პატრიარქმა ამის შესახებ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წმ. პატრიარქის ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
"წმ. პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი სწორედ ზემოხსენებულ თვისებას ფლობდა. უწმინდესმა ვრცლად ისაუბრა წმ. პატრიარქის შესახებ. უწმინდესმა აღნიშნა, რომ პატრიარქი ეფრემ II წმ. ამბროსი აღმსარებლის მდივანი იყო. ასევე, პატრიარქ ეფრემ II-ისგან უწმინდესმა იცის, რომ წმ. ამბროსი აღმსარებლი ხელისუფლების მიმართ მკაცრი იყო და ხელისუფლებას ისეთ წერილებს სწერდა, რომლის ტონის შერბილება შემდეგ ეფრემ II-ეს უწევდა", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, წმ. ამბროსი აღმსარებელი ღვთის წინაშე საქართველოსთვის ლოცულობს.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა.