26 დეკემბერს თამრიკო გვერდწითელი ბაქოში სოლოკონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, კონცერტს "სიზმრები საქართველოზე" ჰქვია.
"ორი დღეა, რაც ჩამოვედი საქართველოში, ორგანიზებას ვუკეთებდი რაღაცებს. კონცერტზე სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს. თამრიკოს რეპეტიციები არ სჭირდება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები, ფაქტობრივად, უკვე აღარ არის", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.
კონცერტი 3000-კაციან დარბაზში ეწყობა, რომელიც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება