ბათუმის საინვესტიციო სააგენტომ ესპანელ, თურქ და ინდოელ ბიზნესმენებს უმასპინძლა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანელი ინვესტორი ჯუან ანტონ რომანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა.
თუქრი ბიზნესმენების, ორჰან ჩაზგირ და ულვი სუვარიოგლუს ინტერესის სფეროს ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული სექტორები წარმოადგენდნენ.
რაგჰუ ვირ სინგი, ინდოეთიდან აპირებს დაიწყოს ბიზნესი სოფლის მეურნეობაში. იგი დეტალურად გაეცნო სოფლის მეურნეობაში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობებს.