რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 441 630 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურეა.
რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება პუტინმა 28 სექტემბერს გამოსცა და ის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში. დოკუმენტი რუსეთის ოფიციალურ სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
ახალი მაჩვენებელი წინა დადგენილ რაოდენობას 15 500 ერთეულით აღემატება. ივლისში რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ერთეულით იყო განსაზღვრული, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა განისაზღვროს 2 441 630 ერთეულით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
განკარგულების თანახმად, რუსეთის მთავრობამ თავდაცვის სამინისტროსთვის ფედერალური ბიუჯეტიდან შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა უნდა უზრუნველყოს.