საქალაქო სასამართლომ საპროცესო გარიგებით სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ალექსანდრე ბრეგაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის...
დღეს, 11 აპრილს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6663 შეადგინა.
ხვალიდან, 12 აპრილიდან, გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ატარებს. გენერალური რეპეტიცია 12-იდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რაიონის 326 სკოლა მიიღებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 326 სკოლის 14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლ...
ბათუმში ზღვამ ე. წ. მორბილ ვირუსით დაავადებული მკვდარი დელფინები გამორიყა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის ინსპექციას მობილური ჯგუფის სასწრაფოდ შექმნას სთხოვენ, რომელიც ზღვაში კვლევით სამუშაოს ჩაატარებს, ზღვის ცხოველებს დააკვირდება და მკვდარ დელფინებს ექსპერტიზაზე წაიღებს. ბათუმში დ...
ხვალ, 12 აპრილს, 11:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეინ ინში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ კეკელია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქართული ღვინი...
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზედაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. ამათგან ერთ-ერთი დედაქალაქის ორი ქუჩისთვის ახალი სახელის მინიჭებას ითვალისწინებდა. ხელოვნების მუშაკთა თხოვნითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას მხატვარ ...
თბილისში ფიზიკური პირები მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება იმ კერძო პირებზე ვრცელდება, რომლებიც მრავალბინიან სახლებში თანასაკუთრებაში არსებულ, საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. ეს გად...
ხვალ, 12 აპრილს, 15:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნება ინდოეთმცოდნეობის ც...
ფრანგმა სამხედროებმა კოტ-დიუვარის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ლორან გბაგბო დააპატიმრეს. დაპატიმრების პროცესი გბაგბოს რეზიდენციაში განხორციელდა, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქში აბიჯანში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" კოტ-დიუვარში საფრანგეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. ა...
მოვლენების რევოლუციურად განვითარების შემთხვევაში, "ქართული პარტიის" შესაძლებლობაზე საუბრისგან "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური თავს იკავებს. "ზოგადად, სხვისი პარტიის უნარის შეფასების შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან მათი რესურსი არ გამომიკვლევია. ყველას ხელი მოუმართოს იმ საქმე...
გამოძიებისას და სასამართლოში საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში". კანონპროექტის თანახმად, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემას, ექსპერტის მიე...
"საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო", - ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი მესაზღვრის მკვლელობას აფხაზეთის ...
პირის მიერ ჯარიმის და საურავის არგადახდის შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურო უფლებამოსილი ხდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყადაღა დაადოს ან მისი რეალიზაცია მოახდინოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში". მოქმედი კანონმდებლობით, საერთო ...
სახალხო კრების წარმომადგენლები სოფელ დიღმის ყოფილ გამგებელს დავით ქობელაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. სახალხო კრებამ სოფელ დიღომში დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათ ჟურნალისტებს ადგილობრივი საბავშვო ბაღის დატბორილი ეზო აჩვენეს, შემდეგ კი ქობელაშვილის სახლთან გადაინაცვლეს. სოფელში გზისა და წყლის პრობლე...
"ისეთი მკაცრი კრიტიკა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშია მითითებული, შევარდნაძის ბოლო პერიოდშიც კი არ ყოფილა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა აშშ-ის დეპარტ...