ენერგოეფექტურობის სესხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების თაობაზე „საქართველოს ბანკი", ხვალ განცხადებას გააკეთებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, ხვალ, 24 თებერვალს, 14:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის ახალ სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროდან) გაიმართება საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია, ენერგოეფექტურობის სესხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესახებ.