საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის თემაზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ და დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვან ანტიდემოკრატიული ძალებისგან. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წლიდან წერია, რომ პარტიები, რომლებიც თავიანთი არსით არიან ანტიკონსტიტუციურები, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მათი ადგილი არ არის.
„ჩვენ, პარლამენტის წევრებმა გამოვიყენეთ კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სარჩელი არის ძალიან დასაბუთებული. ამას დიდი იურისტობა არ სჭირდება. როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც წლებია, ცდილობენ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ეს პარტიები არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს. პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, უცხო სპეცსამსახურებთან; პარტიები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს დაზიანებით, ცდილობენ, სხვა ქვეყნის მთავრობები დაიყოლიონ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე. სამართლებრივი ცოდნაც არ სჭირდება ადამიანს, რომ დაასკვნას – ეს პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, ჩვენ ველოდებით საკონსტიტუციო განხილვებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები.
დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები იყენებდნენ და ფარულად აფინანსებდნენ ამ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი და არა ქართველი ერის. მათ დებატები ექნებათ, შევიჭერით იმ სფეროში, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.