ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.