რუსეთის ძალებმა ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, 7 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ქალაქზე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ასევე დაზიანდა ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი და ერთ-ერთი საწარმო.
დაშავებულთა შორის სამი ბავშვი. უკრაინის პოლიცია აცხადებს, რომ ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი საგანგებო სამსახური, პოლიცია, მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევების გაწმენდისა და დაშლის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩერნიჰივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობაზე განხორციელდა.