ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას სჩადიან, ჩვენ მათ ამის შესახებ გამუდმებით ვეუბნებით. იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ეყოფა ჭკუა, რომ ეს იარაღი ახალი აგრესიისათვის არ გამოიყენოს", _ ეს განცხადება რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აშშ-სა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას გააკეთა.
"მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი თუ რაზე მოილაპარაკეს მათ იქ, თუმცა იმედს ვიპოვებ, რომ ვინმე ჩვენგან იქ იმყოფებოდა და ის მოგვიყვება", _ განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, "ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას სჩადიან და ჩვენ მათ ამის შესახებ სულ ვეუბნებით, იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ეყოფა ჭკუა, გაკვეთილი ფუჭად არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული მოქმედებებისათვის გამოყენებული არ იქნება", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ამასთან ერთად, მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ქართული არმიის შეიარაღება ეს - "პოლიშინელის საიდუმლოა".
"ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას ვხედავთ და არა საჯაროდ, მაგრამ შესაბამისი მეთოდებით ამაზე ვრეაგირებთ", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
რუსეთის პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვსაზღვრავთ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებიც ადვილად შესამჩნევია არა მხოლოდ საგარეო დაზვერვით, არამედ "გრუ"-თი".
მისივე თქმით, აშშ-მ მალევე "სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი კონფლიტის შემდეგ დაიწყო ქართული არმიის გადაიარაღება". "მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აშკარა აგრესიულ პოლიტიკას ატარებს", _ აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.