ესტონეთის შს მინისტრმა კენ მარტინ ვახერმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინტერესების დამცველის, ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის თანამშრომლის დაკავებას რუსეთის საქმიანობის მაგალითი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ალექსეი დრესენი თავის მეუღლესთან ვიქტორიასთან ერთად ტალინის აეროპორტში დააკავეს. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც მისი მეუღლე უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდა. ისინი მოსკოვში მიფრინავდნენ. ვიქტორიას თან ჰქონდა ინფორმაციის მატარებელი, რომელზეც საიდუმლო მონაცემები იყო დატანილი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დრესენი მეუღლეს კურიერის რანგში იყენებდა. ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელის რაივო აეგას ინფორმაციით, "დრესენის რუსეთის ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის განყოფილებასთან იყო შეკრული და მითითებებს სწორედ იქიდან იღებდა.
"მოცემული შემთხვევა მორიგი მაგალითია რუსეთის საქმიანობისა, რომლისგანაც სამწუხაროდ უმსხვილები მსოფლიო ქვეყნებიც კი არ არიან დაცულნი", _ განაცხადა მინისტრმა.
ვახერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშისა და ნატოში გაწევრიანების შემდეგ ესტონეთისადმი ინტერესი "მტრული სპეცსამსახურების" მხრიდან გამუდმებით იზრდენბა.
"ეს ფაქტი, ოთხი წლის წინ ჰერმან სიმმთან დაკავშირებული შემთხვევის გამო ცნობილი ასევე დადასტურებული იქნა დღესაც", _ აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ესტონეთში სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისათვის საიდუმლო მასალების გადაცემაში ეჭვმიტანილი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საიდუმლოებების განყოფილების ხელმძღვანელი ჰერმან სიმი და მისი მეუღლე დააკავეს, რომელიც პოლიციის დეპარტამენტში იურისტად მუშაობდა. სიმს ბრალი დაუმტკიცდა და მათ 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.