"დემოკრატიული მოძრაობა" მხარს უჭერს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ წამოწყებულ პეტიციას 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში შევიდა დეკემბერში.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, უკანონო ფუნქციებს აკისრებს საქართველოს პალატას, აუარესებს საარჩევნო გარემოს, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უშუალო საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ქართული არასამთავრო ორგანიზაციებისა და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უკვე დაფიქსირდა, რომ აღნიშნული ცვლილებები საფრთხის ქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში.
"ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადატურებს, „დემოკრატიული მოძრაობის" არაერთხელ გაცხადებულს, რომ ხელისუფლებას არ სურს საქართველოში რეალური დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის შესანარჩუნებლად გამოიყენებს ყველა უკანონო და უსამართლო მეთოდს", - ნათვამია განცხადებაში.