ჩვენ კონკრეტული ქმედებებისთვის მზად ვიქნებით მაშინ როდესაც ამისთვის ხალხი იქნება მზად ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, ისინი არ აპირებენ 25 მაისს დაელოდნონ და თუ მანამდე ხალხი კონკრეტული ქმედებისთვის მზად იქნება, ამას განახორციელებენ კიდე...
"სახალხო კრება" ირაკლი ოქრუაშვილის "აქტივობებთან" დაკავშირებით "ქართულ პარტიას" ინფორმაციის წინასწარ მიწოდებას თხოვს. "ჩვენ მოვითხოვთ, რომ "ქართულმა პარტიამ" წინასწარ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის "სახალხო კრების" აქტივო...
ნაციონალური მოძრაობის წევრმა იამზე სანადირაძემ პარტიული მოწმობა "სახალხო კრების" აქციაზე საჯაროდ დახია. მისი თქმით, იგი ნაციონალურ მოძრაობაში 2005 წლიდან არის, თუმცა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ გაემიჯნოს და ხალხის გვერდით დადგეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქციის მონაწილეების მხრ...
შეუერთდება თუ არა 25 მაისს „ქართული პარტიის" მიერ, ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას „სახალხო კრება", გადაწყვეტილი არ არის. როგორც კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. "ჯერ არ ვიცით 25 მაისს როგორ ვიმოქ...
„26 მაისს დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღის აღსანისნავი აღლუმი, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების მაპროვოცირებელი გახდეს. „ახალ მემარჯვენეებს" მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას", - ნათქვამია „ახლების" განცხადებაში. ამასთან, ...
ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს დღეებში მოხდება რევოლუცია და საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდებიან ციხეში. "მე მინდა ვუთხრა მათ მივმართო მერაბიშვილს და აქედან განცხადება გავუვრცელო, რომ მას მალე დაიჭერენ...
თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარდა, 25 მაისისთვის საქართველოში დაბრუნებას „ქართული პარტიის" კიდევ ერთი ლიდერი, კოტე გოგელია აპირებს. როგორც გოგელიამ ტელეკომპანია „მაესტროსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის 25 მაისს საკუთარი ხალხის გვერდით იდგება და 26-ში თავად ჩაიბარებ...
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ის, რაც გამთენიისას თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციებზე მოხდა, „სახალხო კრების" მიერ მოწყობილი პროვოკაციები იყო. „კრების გეგმის პირველი ეტაპის მიზანი იყო, რომ თავი მსხვერპლად წარმოეჩინა და ეჩვენებინა, როგორ არბევდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამისთვ...
სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან. ერას მოედანზე გამართული საინფორმაციო მიტინგის შემდეგ , სახალხო კრების ბათუმის ორგანიზაციის წევრები უკვე კრების ცენტრალურ ოფისში შეირკიბნენ. როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა, ბათუმიდან აქცი...
პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს დედაქალაქში „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციები ორი წლის წინანდელ მანიფესტაციებს ახსენებს და აცხადებს, რომ სცენარი „ერთი ერთზეა". „პრინციპში, მოვლენების განვითარების დაახლოებით ასეთი წარმოდგენა მქონდა. ჩემი დაკვირვებით, კრებას ამ ეტაპზე მოსახლების დიდი მხარდაჭე...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ქართველ ერს ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს. „ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. თქვენ იცით, რამდენად დაძაბულია პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობა ხა...
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ „ქართული პარტიის" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ერგემლიძეს, რომელიც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იყო დაკავებული, 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. არმომხდარი კანონდარღვევის „საფუძველზე" მიღებული ეს გადაწყვ...
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ძალადობას გმობს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოქალაქეთათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს. "დღეს დილით განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია და ნებისმიერმა არარაციონალურმა მო...
"ქართული პარტიის" ინფორმაციით, პარტიის ოფისიდან გასული ორი ავტომანქანა საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა ელბაქიძის აღმართზე უმიზეზოდ გააჩერეს. ამ ფაქტს პარტიის პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი შეესწრო, რომელსაც პოლიციელებმა მანქანების გაჩერების მიზეზი ვერ განუმარტეს. რამდენიმე წუთის შ...
ხვალ, 23 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მეთორმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ამერიკა: XXI საუკუნის გამოწვევები" გაიმართება. ღონისძიების გახსნას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ა...