შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) თანამშრომლებმა, მარნეულში, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ელიმდარ მარდანოვი დააკავეს, რომელსაც პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩნდა მის მიერვე შეძენილი 1.3639 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი".
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 260-ე მუხლით.