ოზურგეთის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მშენებლებმა უძველეს არქეოლოგიურ ფენებს მიაკვლიეს. სპეციალისტების აზრით, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაშთები აბანოს უნდა ეკუთვნოდეს.
რა პერიოდზეა საუბარი და რა ისტორიული ღირებულების არის ძეგლი, ეს მხოლოდ ლაბორატორიული და მეცნიერული სესწავლის სემდეგ გაირკვევა, მანამდე კი ძველი აბანო ღია მუზეუმად გადაკეთდება.
ძეგლის გადარჩენისა და პოპულარიზაციის პროექტზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ერთად იმუშავებენ.
ახალ აღმოჩენას და ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტს დღეს ადგილზე მოინახულებენ რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.