"ეხო მოსკვი" ვენედიქტოვისა და ვარფოლომეევის გარეშე - დირექტორთა საბჭო ცნობილი ჟურნალისტების გარეშე რჩება. ეს გადაწყვეტილება რადიოსადგურის აქციების 66 პროცენტის მფლობელმა კომპანია "გაზპრომ მედიამ" მიიღო.
მსგავს ცვლილებებს ძველი დირექტორთა საბჭოს წევრები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
რადიოსადგურის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ეს ცვლილებები "ეხო მოსკვის" მიერ რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკას მოჰყვა.