"ქართული დასის,, ლიდერი ჯონდი ბარათურია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების რეკლამების დაფინასებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება, მის წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც მან პარლალმენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მმართველ გუნდს "ქართული დასის" ეშინია და მისი შეფერხება პრეზიდენტის მითითებით ხდება.
,,ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და რეკლამების დაფინანსება წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა ხდებოდეს. სამარცხვინოა, როცა ჭირვეული ბავშვებივით იქცევით და ღებულობთ გადაწყვეტილებას, რომ დაფინანსება თურმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა ხდებოდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ "ქართული დასის" რეკლამები არ დაფინანსდეს. ბოლო დროს ძალიან არ მომწონხართ, მაგრამ მაინც არა მგონია ეს თქმენ მოგეფიქრებიათ, უბრალოდ პრეზიდენტი გამებუტა და იმან გითხრა ჩემი რეკლამის დაფინასება არ მომხრაიყო ბიუჯეტიდან" - მიმართა ბაღათურიამ კანონპროექტზე მომხსენებელს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს.
მისივე თქმით, ეს არის კორუფციის ერთერთი მაგალითი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს მათდამი ლოიალურად განწყობილ "ქრისტიან-დემოკრატებს" ორმაგი დაფინანსება მისცეს.
ბარათურია არასამთავრობო სექტორს აღნიშნული საკითხისადმი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვით მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროს მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გარკვეული შედეგის მქონე პარტია.
კუბლაშვილის მტკიცებით, არც ერთ პარტიას ახალი ჩანაწერის მიხედვით, აქამდე არსებული უფლება არ ჩამოერთმევა. მისი თქმით, არავის შეეზღუდება აქამდე არსებული უფლებები, ახალი ჩანაწერით კი უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პარტიებსაც, რომლებიც აქტიურობენ და შედეგიც აქვთ. ერთ-ერთ პარტიად, რომელიც ახალი რეგულაციის მიხედვით, უფასო საეთერო დროს გამოიყენებს, "თავისფალი დემოკრატები" დაასახელა.
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებსი პროექტს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავს.