უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცდილობს ისე იმუშაოს, რომ ომისა და მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც უკრაინაში ცხოვრებისა და ქვეყნის ქუჩებში სიძულვილისა და აგრესიის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თამ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უმკლავდება მრავალწლიანი სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაგროვილ სტრესს, ზელენსკიმ აღიარა, რომ დარწმუნებული არ არის, რამდენად ახერხებს ამას.
მისი თქმით, ის ცდილობს თავისი სამუშაო ისე შეასრულოს, რომ ომის დასრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.
„საქმე იმაში კი არ არის, რომ ხალხი პატივს გცემდეს. საქმე იმაშია, რომ ომისა და პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც შეგეძლოს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება, ქუჩებში სიარული ისე, რომ არავის უნდოდეს შენი მოკვლა და არავის სძულდე.
„უბრალოდ იმიტომ, რომ შენ უვარგისი ადამიანი იყავი და არა ლიდერი, არა კაცი. ვგულისხმობ იმას, რასაც აკეთებ - იმას, თუ როგორ ცხოვრობ და როგორ ცდილობ იცხოვრო“, - განაცხადა ზელენსკიმ.