ხვალ, 1-ელ ივლისს, 13:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თიბისი ბანკისა და "ელიტ ელექტრონიქსის" ერთობლივი აქციის პრეზენტაცია გაიმართება. ერთობლივი აქცია გულისხმობს სწრაფ განვადებებზე სპეციალური შეთავაზების გაკეთებას საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის. პროექტი საქართველოს მეცნიერებისა ...
1-ლი ივლისიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნესსტატისტიკის სამმართველო (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის II კვარტალში საწარმოთა მაჩვენებლების გამოკვლევას იწყებს. გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩ...
ოპოზიციური "ექვსეული" სამოქმედო გეგმას 8 ივლისს გაახმოვანებს. როგორც დღეს ჟურნალისტებს „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, შეკრება, რომელზედაც სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის პრეზენტაცია მოხდება, ვერის ბაღში, კალათბურთის სასახლეში გაიმართება. უკვე ცნობილია...
ხვალ, 1-ელ ივლისს, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრს გახსნიან. ბასი და ბაქრაძე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომელის თანახმად, აშშ-ის მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მე...
აფხაზეთის მხატვართა კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით, 1-ელ ივლისს ორგანიზაციის ოფისში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გაყიდული ნახატებიდან შესული თანხა დევნილ ...
საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციის წარმომადგენლები "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე შეხვედრას გამართავენ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, 1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, კომიტეტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან ...
ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის ქალაქ ბროქსში მოსახლეობასთან შეხვედრისას თავს დაესხნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარკოზი ბარიკადს მიღმა მდგარ ხალხთან მისასალმებლად მივიდა. თავდამსხმელმა სარკოზის ხელი პიჯაკის სახელოში მოჰკიდა და წააბორძიკა. თავდასხმის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმელი სარკოზის დაცვამ რამდ...
ხვალ, 1-ელ ივლისს ბათუმი საერთაშორისო ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. იმავდროულად, თურქეთის ბიზნეს ასოციაცია TURKONFED-ს და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორისურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ცნობილია, 1-ელ ივლისს, 10:00 საათზე, "ბათუმის შერატონში" ''საქართვ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის პოლიტიკა გააკრიტიკა. ლავროვის განცხადებით, დასავლეთის მცდელობა, შეცვალოს მისთვის არახელსაყრელი რეჟიმები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის არაბულ სამყაროში, ყოვლად დაუშვებელია. ,,ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს დასავლეთის ასეთ ნაბიჯებს, რადგან მკაცრ...
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგი პირის დასაბანად წავა, როგორც ჰიგიენური ისე პოლიტიკური გაგებით. "წავალ და პირს დავიბან. ამ სიტყვის ჰიგიენური და პოლიტიკური მნიშვნელობით. ყველა კამპანიის შემდეგ, რომელიც ჩვენ უნდა გადავიტანოთ, საჭირო იქნება ს...
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის შესაბამისი განკარგულება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარება 2011 წლის 11 სექტემბერს იგეგმება...
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ამიერიდან ქალაქში ჩამოსულ ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღება შეეძლებათ. ახალ საინფორმაციო ცენტრში განთვასებულია...
დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეკომენდაცია იყო, რომ საა...
ხვალ, 1-ელ ივლისს, პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ქუთაისში იქნება. საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლეს...
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, 27 განცხადება დააკმაყოფილეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, პატიმრები უკვე გათავისუფლდნენ. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ...