საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, იმედოვნებს, დაარწმუნოს რუსეთი და ჩინეთი სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაში.
"უნდა დაწესდეს სანქციები. ეს საქციები, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ის სანქციები, რომელიც დღეს მოქმედებს", - განაცხადა ოლანდმა France 2-ის ეთერში.
ოლანდმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს პარასკევს, პარიზში, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განიხილავს, რადგანაც რუსეთი და ჩინეთი სიფრთხილით ეკიდებიან სირიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.
"ჩვენ ის (პუტინი) უნდა დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლლება ბაშარ ასადის რეჟიმს მივცეთ საკუთარი ხალხის განადგურების გაგრძელების უფლება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ორჯერ ვეტო დაადეს სირიის საკითხზე გარეოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.