დღეს, 30 მაისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება პროექტის "ქართული ფილმების კრებული" პრეზენტაცია და ისტორიულ-რევოლუციურ თემაზე შექმნილი პირველი ქართული მხატვრული ფილმის, "არსენა ჯორჯიაშვილის" ჩვენება.
"არსენა ჯორჯიაშვილი" უკვე მეორე ფილმია, რომლის აღდგენაც პროექტის ფარგლებში მოხერხდა. 2012 წლის აპრილში განხორციელდა პირველი ქართული მხატვრული ფილმის "ქრისტინეს" დიგიტალიზაცია.
პროექტს თიბისი ბანკი ჟურნალ "ცხელ შოკოლადთან" და კინოსტუდია "ქართული ფილმთან" ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ძველი ქართული ფილმების ციფრულ ფორმატში გადატანა, რაც გადაარჩენს მათ განადგურებისგან.