მიტ რომნიმ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. მან პრაიმერიზის დელეგატების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა გაინაღდა.
იმისათვის, რომ რომნი ოფიციალურად გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი მას პრაიმერიზებში 1144 ხმა უნდა მოეგროვეებინა.
ტეხასში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ რომნი რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატია.
არჩევნები აშშ-ში 6 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელი მიტ რომნი დაუპირისპირდებიან.