შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარ სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე გაგიკ პარუირის ძე გევორგიანი დააკავეს.
გაგიკ პარუირის ძე გევორგიანი 2012 წლის 24 მაისს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.